პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის
სამყაროში.
პროექტის მთავარი თემა: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის
სამყაროში.
მოსწავლეები გაიცნობენ სახელმძღვანელოში
მოცემული მასალის მიხედვით „ ოქროს კვეთას“, ფიბონაჩის რიცხვებს , მათ შორის კავშირს
. ეცნობა მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში; ეცნობიან
სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ
კანონს.
აქტუალობა: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას, სახელმძღვანელოდან,
ინტერნეტიდან.
ისინი ღებულობენ გარკვეულ ინფორმაციას „ოქროს კვეთასა“
და მის კავშირს არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან, კავშირს ფიბონაჩის რიცხვებთან.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული
მასალის მიხედვით შეიძლება თვითონ აღმოაჩინონ კანონზომიერებები, რომლებიც „ ოქროს კვეთასთან“
არის დაკავშირებული პითაგორელთა საცნობ ნიშანში, რომელიც წესიერი
ხუთკუთხედის დიაგონალებითაა შედგენილი, ნებისმიერი
დიაგონალი მეზობელი წვეროდან გამოსულ ორ დიაგონალს
„ ოქროს კვეთის“ პროპორციით ყოფს. დასამტკიცებლად იყენებენ სამკუთხედების მსგავსებას.
ადგენს ნახაზს.
ევკლიდე „ ოქროს კვეთას’’ კვადრატული განტოლების ამოხსნას
უკავშირებდა.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წ.
ვადების ხანგრძლივობა: 5 დღე.
პროექტის შედეგი: მოსწავლეები ისწავლიან როგორ გაანალიზონ
კავშირი გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებს
შორის. განუვითარდება მოსწავლეს დამატებითი
ლიტერატურის მოძიების და ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების,
ინფორმაციის ანალიზის, ტექნოლოგიების გამოყენების, მოსწავლეები ისწავლიან კვლევას,
დასკვნის გაკეთებას , თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, სახაზავი,
კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა : მოსწავლეები მსჯელობენ თუ როგორ
დაიწყონ მიღებული დავალება . პირველ რიგში გაიხსენებენ წინა საფეხურზე ნასწავლ ფიბონაჩის
რიცხვებს.
ინტერნეტიდან იღებენ ინფორმაციის „ ოქროს კვეთასთან’’
დაკავშირებით.
ამყარებენ კავშირს არქიტექტურასთან,
ხელოვნებასთან , აზუსტებენ სხვადასხვა მონაცემებს. საბოლოოდ მიდიან ამოცანის პრაქტიკულ
გადაწყვეტამდე.
შეფასება
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი -9-10
|
საშუალო 7-8
|
დაბალი-5 6
|
საშინაო დავალება
|
დავალება შესრულებულია სწორად, სრულყოფილად.
|
შესრულებულია, მაგრამ აქვს შეცდომები.
|
არ აქვს შესრულებული.
|
გაკვეთილზე ჩართულობა.
|
აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
|
მეტ-ნაკლებად არის ჩართული.
|
ვერ პასუხობს კითხვებზე
|
დისკუსია
|
მსჯელობს დამაჯერებლად , მოაქვს არგუმენტები.
|
ნაწილობრივ მსჯელობს, მაგრამ ვერ ახერხებს არგუმენტების მოყვანას.
|
ვერ მსჯელობს არ მონაწილეობს დისკუსიაში.
|
პრეზენტაცია
|
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან.
|
ნაწილობრივ აქვს კავშირი დამყარებული აუდიტორიასთან.
|
არასწორად აქვს მომზადებული მასალა.
|
პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ხუხუნაიშვილი.
ხელმძღვაენლის ელ. ფოსტა:xuxunaishvililiana@gmail.com
No comments:
Post a Comment